დღეს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა, კიდევ ერთველ გადავხედეთ პროექტის პორტფოლიოს, შევიტანეთ
შესწორებები, დავამატეთ დეტალები, გავითვალისწინეთ ტრენერის რჩევები. პროექტის პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
ეს ტრენინგი დამეხმარება,რომ უფრო წარმატებით წარვმართო ჩემი საქმიანობა და მოსწავლეებს დავეხმარო მიღებული ცოდნის გაღრმავებასა და რეალურ ცხოვრებაში მის გამოყენებაში. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
მადლობა ტრენერს--დიმიტრი პოპოვს!
Saturday, October 1, 2016
Saturday, September 24, 2016
მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მოდული 5, კერძოდ: მოსწავლის პროექტების შეფასება. შეფასების სტრატეგიების განხილვა. მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა. ვისაუბრეთ შეფასების კრიტერიუმებსა და ინდიკატორებზე.ვისაუბრეთ განმავითარებელი შეფასებისა და შემაჯამებელი კომენტარის შესახებ. გავეცანით შეფასების დოკუმენტებს. ასევე ჩვენ შევისწავლეთ კოლაბორაციული შეფასება. გავეცანით შეფასების რუბრიკებს და ჩეკლისტებს. სასწავლო პროცესი საინტერესო იქნება, თუ ჩეკლისტებს ბავშვებთან ერთად გავაკეთებთ. მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.
Sunday, September 18, 2016
მე-6 დღე
დღეს ბევრი ვიმუშავეთ. თავდაპირველად წყვილებში გავეცანით პორტფოლიოს პრეზენტაციებს. მივეცით უკუკავშირი.შემდეგ ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა. ჩვენი პროექტის პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ ცვლილებები უკვე ატვირთულ პრეზენტაციაში. გავეცანით მოსწავლის ნაშრომის პრეზენტაციის ნიმუშებს. ვისაუბრეთ მოსწავლის ნაშრომის დაგეგმვის შესახებ. ასევე შევქმენით მოსწავლეთათვის პრეზენტაციის ჩეკლისტები. დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა მოსწავლის როლში. დავალებაც დაგვევალა, პროექტის პრეზენტაციის დასრულება. დღევანდელი დღეს მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პროექტზე მუშაობისას.
Saturday, September 17, 2016
მე-5 დღე
ტრენინგის მეხუთე დღე ძალიან დატვირთული იყო. დღეს განვიხილეთ მასწავლებლის პორტფოლიოს დასრულება, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლე-ებში, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება, ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის, ინტერნეტ კავშირი მსოფლიოსთან, ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება. გავეცანით ინტერნეტში ძიების საშუალებებს. განვიხილეთ, რა არის Google-ში ინფორმაციის ძიების ხერხები, როგორ ხდება ინტერნეტიდან ინფორმაციის გადმოწერა.მადლობა ტრენერს დღევანდელი დღისთვის და საინერესო ინფორმაციის გაცნობისათვის.
Saturday, September 10, 2016
მე-4 დღე
დღევანდელი მუშაობა იყო ძალიან ნაყოფიერი,განვიხილეთ განმავითარებელი შეფასების მიზანი პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას და პროექტის დასასრულს. ვიმუშავეთ მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე. გავეცანით შეფასების სტრატეგიებს. გავეცანით ნიმუშებს და მოვიფიქ-რეთ ის სავარაუდო სტრატეგიები, რომლებიც გამოგვადგება ჩვენი პროექტებისათვის. ვისაუბრეთ პრეზენტაციის მომზადების მნიშვნელოვან საკითხებზე, გავეცანით პრეზენტაცი-ის ნიმუშებს. გავაკეთეთ მონახაზი ჩვენი სამომავლო პროექტის პრეზენტაციის შესახებაც. მივიღეთ საშინაო დავალებაც. მადლობა ტენერს საინტერესო ტრენინგის წარმართვისათვის.
Wednesday, September 7, 2016
მე-3 დღე
შევისწავლეთ ბლუმის განახლებული ტაქსონომია, 21 საუკუნის ადამიანისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვის სახეები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. მიმაჩნია, რომ წინასწარ შექმნილი საკვანძო კითხვები დაეხმარებათ მოსწავლეებს განივითარონ მაღალი სააზროვნო უნარები, სწორად წარმართონ კვლევა-ძიების პროცესი, ადვილად გადაჭრან მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემური საკითხები. გავეცანით თუ როგორ უნდა დავუკავშირო პროექტის თემა ეროვნულ სასწავლო გეგმას, საგნების სტანდარტის შესაბამის მიმართულებებს, ინდიკატორებს. გავეცანი როგორ უნდა შევქმნა შეფასების რუბრიკები. ტრენინგი იყო საინტერესო, გასაგებად ახსნილი. მადლობა ტრენერს!
Sunday, September 4, 2016
მე 2-დღე
ტრენინგზე ვისწავლეთ ბროშურის შექმნა. მიმაჩნია, რომ ეს არის პროექტის ერთი აუცილებელი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებმა უნდა შექმნან. ეს არის პროექტზე მუშაობის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი პროდუქტი, რომელშიც შეიძლება ჩანდეს მიღწეული შედეგი.
Subscribe to:
Posts (Atom)